Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარებმა ისევ დაბომბეს ქალაქი ჰომსი


სირიელი აქტივისტების ცნობით, მთავრობის ჯარებმა წუხელ დაბომბეს ცენტრალურ სირიაში მდებარე ქალაქ ჰომსის უბნები, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. აქტივისტების ინფორმაციით, დაიჭრა, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი, დაიწვა რამდენიმე სახლი. ჰომსი მიჩნეულია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის ცენტრად მას შემდეგ, რაც ამ ერთი წლის წინ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. მარტის დასაწყისში მთავრობის ჯარებმა განდევნეს მეამბოხეები ჰომსშივე მდებარე ბაბა ამრის რაიონიდან, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდნენ ქალაქის სხვა რაიონებშიც. გაეროს მონაცემებით, სირიაში 8000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ დაიწყო გამოსვლები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG