Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამი სამხედრო მოკლა ავღანელი ჯარისკაცის ფორმიანმა პირმა


ავღანეთში საერთაშორისო ჯარის სამხედრო მოკლეს, ორშაბათს, ავღანეთის პოლიციის ფორმაში გადაცმულმა პირებმა. ამ ჯარისკაცის მოქალაქეობა არ გაუმხელიათ. ეს დღეს მეორე ასეთი შემთხვევა იყო. მანამდე ორი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა პირმა, რომელსაც ავღანელი ჯარისკაცის ფორმა ეცვა. ინციდენტი დღეს მოხდა სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, ნატოს ბაზაზე, სადაც შეიარაღებულმა პირმა სროლა დაუწყო უცხოელ ჯარისკაცებს. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების პრესმდივნის, მაიორ ჯეისონ ვაგონერის განცხადებით, შეიარაღებული პირი საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს. 2007 წლის შემდეგ აღრიცხულია 45-მდე ინციდენტი, როცა ავღანელმა სამხედროებმა იარაღი მიმართეს უცხოელი კოლეგების წინააღმდეგ. იყო ასევე შემთხვევები, როცა მეამბოხეებს ეცვათ ავღანელების სამხედრო ფორმა თავდასხმების მოსაწყობად.
XS
SM
MD
LG