Accessibility links

logo-print

საქართველო გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ კენჭისყრებს


საქართველოს საგარეო უწყება გმობს ცხინვალის რეგიონში 25 მარტს ჩატარებულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც წინა დღეს აფხაზეთში ჩატარებულ კენჭისყრას - დე ფაქტო პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტების წარმოჩენის გზით, რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში "არჩევნების" შედეგების ლეგიტიმაციას და ამგვარად ასობით ათასი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და ძალადობრივი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების დაფარვას".
XS
SM
MD
LG