Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი აკრიტიკებს ავღანეთში აშშ-ის პოლიტიკას


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დუშანბეში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე მკაცრად გააკრიტიკა ავღანეთში შეერთებული შტატების პოლიტიკა, როგორც ქვეყნის პრობლემების გამომწვევი მიზეზი. აჰმადინეჟადის გამოსვლის დაწყებისთანავე, ამერიკელების დელეგაციამ დარბაზი დატოვა. ირანის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები 2001 წლის ბოლოს შეიჭრა ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით და ახლა ამავე საბაბს იყენებს მთელი რეგიონის გაკონტროლების მცდელობისას. დუშანბეს კონფერენციაში მონაწილეობდნენ ავღანეთის მეზობელი ქვეყნების ლიდერები, ისევე როგორც შეერთებული შტატების დელეგაცია სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკის ხელმძღვანელობით. აშშ-ის დელეგაცია დარბაზში დაბრუნდა აჰმადინეჟადის გამოსვლის დასრულების შემდეგ. 2005 წლის შემდეგ დუშანბემ მეხუთედ უმასპინძლა ავღანეთის შესახებ კონფერენციას, ამ ქვეყანაში აღდგენითი სამუშაოების გარშემო თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG