Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში განიხილავენ ჯანდაცვის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს


აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო სამდღიანი მოსმენა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ინიციატივითაც გამოდის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია. ახალი კანონით, მილიონობით დაუზღვეველ ამერიკელს მოეთხოვება ჯანდაცვის პოლისის შეძენა 2014 წლამდე. ჯარიმა დაეკისრება პირებს, ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებს. რესპუბლიკელების ინიციატივით, 26-მა შტატმა გაასაჩივრა ვაშინგტონის ადმინისტრაციის მიერ 2010 წელს წარმოდგენილი კანონი. ინიციატივის ოპონენტები, მათ შორის რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ხალხის იძულება, იყიდონ ის, რაც არ სურთ, ზღუდავს მოქალაქის თავისუფლებას. ობამას ადმინისტრაცია პასუხად აცხადებს, რომ ჯანდაცვა ყველას სჭირდება და ვინც მის გარეშეა, მძიმე ტვირთად აწევს სოციალურ სისტემას. საზოგადოება დიდ ინტერესს იჩენს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ორშაბათს დაწყებული მოსმენის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ივნისისთვის მოელიან.
XS
SM
MD
LG