Accessibility links

logo-print

აშშ-ში სიკვდილამდე ნაცემი ერაყელი ქალის გვამი ერაყში გადასვენეს


აშშ-ში, კალიფორნიაში უცნობი პირის მიერ რკინის კეტით, სასიკვდილოდ ნაცემი 32 წლის ერაყელი ქალის გვამი ერაყში, ბაღდადში გადgასვენეს. ამის შესახებ ბაღდადში განაცხადა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოშიარ ზებარიმ. შაიმა ალავადი მოკლული თავის ოთახში ნახეს, სან დიეგოში, სადაც ის თავის 17 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. ალავადის მიმართ მოძალადემ შემთხვევის ადგილზე დატოვა წერილი შინაარსით, ,,დაბრუნდი შენ ქვეყანაში, შე ტერორისტო.“ აშშ სამართლადამცველები იძიებენ საქმეს როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ მკვლეობას. ოჯახმა ადრეც მიიღო ანალოგიური შინაარსის მუქარის წერილი. ერაყი მკვლელობის სრულ გამოძიებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG