Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში საპატიმროში მყოფი მოშიმშილე აქტივისტი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს


საპატიმროში მყოფი ბელორუსი აქტივისტი, სიარჰეი კავალენკა, რომლის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა ხანგძლივი შიმშილობის გამო, გადაიყვანეს ციხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მის ნათესავებს ამცნეს, რომ 37 წლის კავალენკა ვიტებსკში გადაიყვანეს. ის შარშან დეკემბერში დააპატიმრეს მისთვის გამოტანილი ადრინდელი განაჩენის პირობების დარღვევის გამო. ადრე მას ბრალად დასდეს აკრძალული ნაციონალისტური დროშის უკანონოდ გამოფენა. დაპატიმრების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო.
XS
SM
MD
LG