Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემნისტი ინტერნეიშნელი: სიკვდილით დასჯის ფაქტებმა იმატა


ემნისტი ინტერნეიშნელი: 2011 წელს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სიკვდილით დასჯის ფაქტები გაიზარდა

2011 წელს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სიკვდილით დასჯის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნათქვამია ემნისტი ინტერნეიშნელის ახალ ანგარიშში. თუმცა, ამასთანავე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს სულ უფრო ცოტა ქვეყანა მიმართავს სასჯელის უმაღლეს ზომას. 2011 წელს მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილით დასაჯეს 676 პატიმარი, მათგან ნახევარზე მეტი - ირანში. ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ დადასტურებულ მონაცემებს, თუმცა, მათ არ აქვთ ცნობები ჩინეთიდან. ოფიციალური პეკინი სიკვდილით დასჯის ფაქტებს მკაცრად ასაიდუმლოებს. უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ სიკვდილით დასჯილთა რიცხვი შესაძლოა ”ათასებს” აჭარბებდეს.
XS
SM
MD
LG