Accessibility links

logo-print

დღეს სეულში დასრულდება ბირთვული უსაფრთხოების სამიტი


სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბირთვული უსაფრთოხების სამიტის მეორე, დასკვნითი დღე მიმდინარეობს. სამიტში მონაწილეობას იღებენ 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუშლის ბირთვული მასალების ტერორისტების ხელში აღმოჩენას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მოლაპარაკებებს გამართავენ შეერთებული შტატების ლიდერი ბარაკ ობამა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი. მოელიან, რომ ბარაკ ობამა სხვა თემებთან ერთად ისაუბრებს ისლამაბადის საკითხზე, ჩაკეტოს გზები, რომლითაც ავღანეთში სამხედროებს ტვირთები მიეწოდებათ პაკისტანის ტერიტორიის გავლით. ვაშინგნტონსა და ისლამაბადს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის სპეცსამსახურებმა პაკისტანში განხორციელებული რეიდის შედეგად ალ ყაიდის ლიდერი ბინ ლადენი მოკლეს.
XS
SM
MD
LG