Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა დათანხმდა კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენლის, კოფი ანანის პრესმდივანი აცხადებს, რომ სირიის მთავრობა დათანხმდა ანანის სამშვიდობო გეგმას. პრესმდივანმა აჰმად ფაუზიმ სამშაბათს განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ კოფი ანანს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მას ატყობინებს სამშვიდობო გეგმაზე დათანხმების შესახებ. ანანის გეგმა ითვალისწინებს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ალყაშემორტმულ ადგილებზე ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას და მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს. ანანის წინადადებას მხარს უჭერენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც მანამდე ვეტო გამოიყენეს სირიის შესახებ გაეროს უშიშრეობის საბჭოს რეზოლუციის დასაბლოკად. გაეროს მონაცემებით, სირიაში 8000-ზე მეტი ადამიანია მოკლული მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG