Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადი მასპინძლობს არაბთა ლიგის სამიტს


ბაღდადში იწყება არაბთა ლიგის სამიტი - პირველი ასეთი შეხვედრა, რომელსაც ერაყი მასპინძლობს ბოლო 20-წლიან პერიოდში. გეგმა ითვალისწინებს დღეს ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრების შეხვედრას, რასაც ოთხშაბათს მოჰყვება საგარეო საქმეთა მინისტრების, ხუთშაბათს კი სახელმწიფოს ლიდერების მოლაპარაკებები. ნათელი არ არის, არაბთა ლიგის წევრი 22 სახელმწიფოდან რამდენის ლიდერი დაესწრება სამიტს. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოშიარ ზებარის შეფასებით, სამიტი იმართება საკვანძო მნიშვნელობის მომენტში, სირიისა და ირანის გარშემო საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე. თუმცა, ნათელი არ არის, მოიტანს თუ არა სამიტი მნიშვნელოვან ინიციატივებს. ერაყის მთავრობამ 100 000-მდე პოლიციელი და ჯარისკაცი განათავსა ბაღდადში სამიტის მონაწილეების უსაფრთხოების დასაცავად.
XS
SM
MD
LG