Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი გამოთქვამს პაკისტანთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს


სეულში გაიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანისთან, რაც არის უმაღლეს დონეზე პირველი შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობის გამწვავების შემდეგ. შეხვედრა გაიმართა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტის პარალელურად. ჟურნალისტებთან საუბარში ობამამ გამოთქვა იმედი, რომ პაკისტანის პარლამენტში, ვაშინგტონთან ურთიერთობის განხილვისას, მივლენ დასკვნამდე, რომ შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე სჭირდება ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების გაგრძელება პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რეგიონში. თავის მხრივ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ობამას განცხადებებით, რომლებიც ეხებოდა პაკისტანის სუვერენობის დიდ მნიშვნელობას. აშშ-პაკისტანის ურთიერთობა გაუარესებულია მას შემდეგ, რაც აშშ-ის საგანგებო დანიშნულების შენაერთმა შარშან, პაკისტანში მოკლა ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა ნატოს მიერ ნოემბერში განხორციელებულმა საჰაერო დარტყმამ, რომელმაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეიწირა.
XS
SM
MD
LG