Accessibility links

logo-print

ბაღდადი მასპინძლობს არაბთა ლიგის სამიტს


ბაღდადში დაიწყო არაბთა ლიგის სამიტი - პირველი ასეთი შეხვედრა, რომელსაც ერაყი მასპინძლობს ბოლო 20-წლიან პერიოდში. სამშაბათს შეიკრიბნენ ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრები, რასაც ოთხშაბათს მოჰყვება საგარეო საქმეთა მინისტრების, ხუთშაბათს კი სახელმწიფოს ლიდერების მოლაპარაკებები. ერაყის მთავრობის განცხადებით, სამიტზე მოელიან რვა არაბული ქვეყნის ლიდერებს. არაბთა ლიგა სულ 22 ქვეყანას აერთიანებს. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოშიარ ზებარის შეფასებით, სამიტი იმართება საკვანძო მნიშვნელობის მომენტში, სირიისა და ირანის გარშემო საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე. ერაყის მთავრობამ 100 000-მდე პოლიციელი ჯარისკაცი განათავსა ბაღდადში სამიტის მონაწილეების უსაფრთხოების დასაცავად.
XS
SM
MD
LG