Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოვიდა


საქართველოს პრეზიდენტმა სეულში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზე და ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე საფრთხეებზე, რომლებსაც საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობა განაპირობებს. ამ საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, საქართველოს პირველმა პირმა ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხარეებს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG