Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკი დათანხმდა ანანის გეგმას


სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა დამასკიდან მიიღო წერილი, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა დათანხმდა ანანის მიერ შემუშავებულ გეგმას ქვეყანაში კრიზისის დასრულების თაობაზე. კერძოდ, ანანის გეგმა ითვალისწინებს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, განსაკუთრებულად დაზარალებულ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას და მოლაპარაკების დაწყებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის. სირიაში აშშ-ის ელჩი, რობერტ ფორდი რეჟიმისგან წერილის მიღებას სკეპტიკურად აფასებს და აცხადებს, რომ ასადისგან სიტყვების ნაცვლად მოქმედება იქნებოდა კარგი. ფორდი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ როგორც ოპოზიციური შეიარაღებული დაჯგუფებები, ისე სამთავრობო ძალები. გაეროს შეფასებით, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, ერთი წლის მანძილზე, ძალადობას ქვეყანაში 9,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG