Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს აშფოთებს თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დასმული ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთს აშფოთებს აშშ-ის გეგმა საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თაობაზე. სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, ლუკაშევიჩმა თქვა: „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ შეიარაღება, რომელსაც ქართული კონტინგენტი ავღანეთში იყენებს, საქართველოში არ აღმოჩნდეს“. ლუკაშევიჩის განცხადებით, „სააკაშვილის რეჟიმმა ეს იარაღი შესაძლოა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს - მათ შორის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა აჩვენა“. სავარაუდოდ, პრეს-კონფერენციაზე დასმული შეკითხვის და ლუკაშევიჩის პასუხის კონტექსტი იყო საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიტატის, რიჩარდ ნორლენდის მიერ 21 მარტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გაკეთებული განცხადება - რომ აშშ-მა თანხმობა გასცა საქართველოსთვის M4 ავტომატური კარაბინების მიწოდებაზე.
XS
SM
MD
LG