Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერმა ირანში ვიზიტი დაიწყო


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანი დღეს ირანში ჩავიდა ამ ქვეყნის ხელისუფლების მოსალაპარაკებლად. ერდოანი ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს და პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანის შეხვდება. მოსალოდნელია, რომ ყურადღების ცენტრში იქნება მეზობელ სირიაში არსებული ვითარება. თურქეთის პრემიერის თქმით, სირიიდან მის ქვეყანაში უკვე 17 ათასი დევნილი ჩავიდა. თუქრეთი მკვეთრად აკრიტიკებს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმს. ირანი კი სირიის ხელისუფლების მეკავშირეა.
XS
SM
MD
LG