Accessibility links

logo-print

"ჰიუმან რაითს უოჩი" აკრიტიკებს ქალთა მდგომარეობას ავღანეთში


უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ აკრიტიკებს ავღანეთის სამართლებრივ სისტემას ქალთა ე.წ. „მორალურ დანაშაულთა“ მიმართ დამოკიდებულების გამო და აცხადებს, რომ ამ მხრივ დიდი პროგრესი არ შეინიშნება მიუხედავად ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის დაპირებისა, რომ დაიცავს ქალთა უფლებებს. „ჰიუმან რაითს უოჩის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ თალიბანის რეჟიმის დამხობიდან 10 წლის შემდეგ, ქალებს კვლავაც აპატიმრებენ იმის გამო, რომ შინ ძალადობას გაექცნენ, ან ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდათ. უფლებადამცავი ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად ციხეებში იმყოფება ე.წ. „მორალურ დანაშაულებში“ ბრალდებული 400-მდე ავღანელი ქალი. ანგარიში ეფუძნება 58 პატიმარი ქალის, პროკურორების, მოსამართლეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG