Accessibility links

logo-print

არაბთა ლიგის სამიტზე ლიდერების მხოლოდ ნახევარს მოელიან


არაბთა ლიგის სამიტზე, რომელსაც ბაღდადი მასპინძლობს, მოელიან ლიგის წევრი 22 ქვეყნის ლიდერების მხოლოდ ნაწილის - დაახლოებით ნახევრის მონაწილეობას. დღეს შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ხუთშაბათს მათი ქვეყნების ლიდერების მოლაპარაკების მოსამზადებლად. საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის იყვნენ ქუვეითის, ბაჰრეინის, ლიბანის წარმომადგენლები. არ არის მოსალოდნელი სამიტში გავლენიანი საუდის არაბეთის წარმომადგენლების მონაწილეობა. ბაღდადში წარმომადგენლები არ გაუგზავნია არც სირიის მთავრობას, რომელსაც არაბთა ლიგა მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის გამო. არაბთა ლიგის სამიტთან დაკავშირებით, ბაღდადში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
XS
SM
MD
LG