Accessibility links

logo-print

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა პარტიების რეგისტრაციის გამარტივებას


რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის გამარტივებას. პარლამენტის ზედა პალატაში განხილვამდე, კანონპროექტი სამი მოსმენით დაამტკიცა სახელმწიფო სათათბირომ. ახალი წესებით, რომელთა ინიციატივაც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ეკუთვნის, რეგისტრაციის გასავლელად პარტიას უნდა ჰყავდეს მარტო 500 წევრი და 40 000, რასაც მოქმედი კანონი მოითხოვს. დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ არასაპარლამენტო და დაურეგისტრირებელი პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც მუშა ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ. თუმცა, უარყოფილ იქნა მათ მიერ შეთავაზებული შესწორებების უმრავლესობა. საქმე ეხება პირველ მოწონებულ კანონპროექტს პოლიტიკური რეფორმისათვის შემუშავებული პაკეტიდან, რომელიც გასული წლის მიწურულს წარმოადგინა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა.
XS
SM
MD
LG