Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში საკუთარი მოთხოვნებით იმყოფებიან სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები


ჟენევაში საკუთარი მოთხოვნებით იმყოფებიან სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები, რომლებიც კვლავ აცხადებენ, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას სწორედ მათთან უნდა მოაწეროს ხელი საქართველოს ხელისუფლებამ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა სააგენტო რესს ჟენევიდან აცნობა, რომ ოსური მხარე ასევე მოითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარი თქვან ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენებაზე. ჟენევის დისკუსიაზე ე.წ. უცხოური პასპორტების აღიარების საკითხს დასვამს სოხუმის დელეგაცია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ სააგენტო აფსნიპრესს განუცხადა, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს ე.წ. ნეიტრალური პასპორტები. ხინთბამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე აპირებს ჟენევაში განიხილოს გალის რაიონში შექმნილი ვითარება, რომელსაც მისი განცხადებით, ქართული სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ინციდენტები ამწვავებს.
XS
SM
MD
LG