Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Media Partners-ი რევაზ საყევარიშვილს პლაგიატში ადანაშაულებს


ჟურნალ Forbes Georgia-ს დამფუძნებელმა კომპანია Media Partners-მა განაცხადა, რომ მთავარი რედაქტორის პოსტიდან რევაზ საყევარიშვილი თავად გაათავისუფლა. დამფუძნებელმა კომპანიამ მიზეზად დაასახელა რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუსთვის უმეტესი შეკითხვების კოპირება რუსული "ვედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან. ”ჩვენს მკითხველს, ისევე როგორც კოლეგებს რუსული გამოცემიდან, სრული უფლება ექნებოდათ დავედანაშაულებინეთ პლაგიატში. არც ერთი ღირსეული გამომცემლობა, რომელიც ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, თავს უფლებას არ მისცემს მსგავსი ნაბიჯი გადადგას” - ნათქვამია Media Partners-ის მიერ 28 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. კომპანია ირწმუნება, რომ მომხდარს ცენზურასთან კავშირი არა აქვს და რევაზ საყევარიშვილი სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის გაათავისუფლა. თავად რევაზ საყევარიშვილმა 27 მარტს განაცხადა, რომ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობა სარედაქციო პოლიტიკაში დამფუძნებლის ჩარევის და მკაცრი ცენზურის მცდელობის გამო დატოვა.
XS
SM
MD
LG