Accessibility links

საქართველო მიიღებს 387 მლნ დოლარს საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან


საერთაშორისო სავალუტო ფონდი 387 მილიონი დოლარით დააფინანსებს საქართველოს ხელისუფლების 2012-2013 წლების ეკონომიკურ და საფინანსო პროგრამას. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ედუარდ გარდნერმა დღეს განაცხადა, რომ ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეულია შეთანხმება 24-თვიანი ახალი პროგრამის დაწყების შესახებ. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსთვის 387 მილიონი დოლარის მხარდამჭერი საკრედიტო ხაზისა და საკრედიტო მექანიზმების გამოყოფას გულისხმობს. მისიის დონეზე მიღწეულ ამ შეთანხმებას 11 აპრილს დასამტკიცებლად წარუდგენენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს. გარდნერის განმარტებით, პროგრამა ლოგიკურად ებმის ეკონომიკის მხარდამჭერ 33-თვიან პროგრამას, რომელიც 2011 წლის 14 ივნისს დასრულდა. წინა პროგრამის ფარგლებში საქართველომ აითვისა 893 მილიონი დოლარი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.
XS
SM
MD
LG