Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტს ადანაშაულებენ ავღანეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში


ავღანეთის სენატის თავმჯდომარემ, ფაზალ ჰადი მუსლიმიარმა გააკრიტიკა განცხადება, რომელიც ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გააკეთა დუშანბეში რეგიონულ კონფერენციაზე გამოსვლისას. მუსლიმიარი აჰმადინეჟადს ადანაშაულებს „ავღანეთის საქმეებში აშკარა ჩარევაში“ განცხადებით, რომ ავღანეთში ყველა უბედურების მიზეზია „ავღანეთის ტერიტორიაზე ნატოს ჯარების და, პირველ რიგში, შეერთებული შტატების ჯარების ყოფნა“. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პრესმდივანმა აიმალ ფაიზმა განაცხადა, რომ ავღანეთი არის დამოუკიდებელი ქვეყანა და „არ სურს იყოს ბრძოლის ველი ამერიკა-ირანის კონფლიქტში“.
XS
SM
MD
LG