Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერლის აზრით, თავდასხმა თეირანის ბირთვულ ამბიციას გააძლიერებს


გენერალმა ჯეიმს კარტრაიტმა, რომელიც ადრე აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ვიცე-ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ შეზღუდული თავდასხმამ ირანზე, შესაძლებელია გააძლიეროს თეირანის გადაწყვეტილება, განავითაროს ბირთვული იარაღი. კარტრაიტი, პრეზიდენტების, ბუშის და ობამას დროს რანგით მეორე სამხედრო პირი იყო აშშ-ში. მან ეს განუცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, მოსმენებზე, სახელწოდებით, „მაღალი რისკი და რთული გადაწყვეტილებები: აშშ-ის პოლიტიკა ირანში“. გენერალმა კარტრაიტმა განაცხადა,შეშინებული ვარ, რომ ერაყის და ავღანეთის მსგავსად, დაბომბვა, როგორც ასეთი, არ შეცვლის ადამიანების თვალსაზრისს. მან იქვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ ირანს შეეძლება მომავალ წლებში ბირთვული იარაღის მარტივი ვერსია შექმნას. მისთვის ის გამოიყენებს მასალას, აშშ-ის გენერლის თქმით, რომელსაც აშშ არ მიიჩნევს იარაღისთვის გამოსადეგს.
XS
SM
MD
LG