Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BRICS--ის ჯგუფის სამიტი გაიხსნა ინდოეთის დედაქალაქში


ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთი აფრიკის ლიდერებმა ინდოეთში ”განვითარებადი მსოფლიოს” სამიტი გახსნეს. დღის წესრიგში მთავარი საკითხი ერთობლივი ბანკის შექმნა და ხუთი ქვეყნის საფონდო ბირჟების დაახლოებაა. სამიტზე განიხილავენ აგრეთვე ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და ირანიდან ნავთობის იმპორტის საკითხს. გასულ კვირაში ბრაზილიის ვაჭრობის მინისტრმა ფერნანდო პიმენტელმა განაცხადა ერთობლივი ბანკის შექმნის გეგმის შესახებ. ირანის ნავთობის ყველაზე დიდი მომხმარებელი ქვეყნების - ჩინეთისა და ინდოეთის ვაჭრობის მინისტრებმა კი ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები შეინარჩუნებენ ირანთან ეკონომიკურ კავშირებს, ვაშინგოტიდან ზეწოლის მიუხედავად. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა წარმართავს ნორმალურ ურთიერთობებს ირანთან და რომ ”ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ვალდებულებას სხვა ქვეყნებისთვის”.
XS
SM
MD
LG