Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვნილი მსახიობები კულტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ


თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვნილი მსახიობები და ტექნიკური პერონალის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს მაკა ჭოღოშვილს. 40 დათხოვნილი თანამშრომელი თეატრის მმართველს მიხეილ ანთაძეს უფლებების შელახვაში ადანაშაულებს და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვს. მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომლის დათხოვნა ადმინისტრაციამ რეორგანიზაციით ახსნა, თუმცა თავად მსახიობები რეალურ მიზეზად მიიჩნევენ მათი ურთიერთობის გაგრძელებას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ ”ქართუსთან.” მსახიობმა პავლე ნოზაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას და სხვა მსახიობებს თეატრის მმართველმა მიხეილ ანთაძემ მოსთხოვა არ გაეგრძელებინათ ხელშეკრულება ფონდ "ქართუსთან" და საბანკო ამონაწერითაც კი დაინტერესდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფონდიდან მსახიობები თანხას აღარ იღებენ. პავლე ნოზაძის თქმით, ვინც ცნობა არ წარადგინა და მოისურვა, რომ ”ქართუსგან” დახმარება კვლავ მიეღო, სამსახურიდან დაითხოვეს. კულტურის მინისტრის მოადგილესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მსახიობებმა განაცხადეს, რომ მათ მოზარდმაყურებელთა თეატრიდან საბუთების გამოთხოვას, შესწავლასა და იურიდიული დარღვევების შემთხვევაში რეაგირებას დაჰპირდნენ.
XS
SM
MD
LG