Accessibility links

logo-print

კანადის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა


კანადის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი სააგენტო ინტერპრესნიუსს დაუდასტურეს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში. კანადის საზღვაო სამაშველო ცენტრისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზღვაო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ჩაძირული იახტის ბორტზე მყოფი საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე გადარჩა, ორი კი დაკარგულად ითვლება. ადმინისტრაციის ცნობითვე, გადარჩენილი ოთხი ქართველი ამჟამად კანადაში იმყოფება, საქმეს კი ადგილობრივი პოლიცია იძიებს. სააგენტო Associated Press 27 მარტს იუწყებოდა, რომ კანადის სანაპიროსთან ჩაძირულ იახტაზე საქართველოს მოქალაქეების გარდა იმყოფებოდნენ რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც პოლიციის მონაცემებით, შესაძლოა არალეგალური მიგრანტები არიან. სააგენტო რია-ნოვისტიმ კი კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის ვიკ ტოევსის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადარჩენილთა ნაწილმა დევნილის სტატუსი ითხოვა.
XS
SM
MD
LG