Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები გავლენის გაზრდას ესწრაფვიან


მზარდი ეკონომიკის მქონე ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ინდოეთის დედაქალაქში გამართულ სამიტზე თავიანთი ბლოკის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გაზრდის გზებზე ისაუბრეს. დელიში BRICS-ის სახელით ცნობილი ჯგუფი შეიკრიბა - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი და გლობალური ეკონომიკური პროდუქციის მეხუთედზე მეტი. ხუთშაბათის სამიტის ბოლოს მიღებულ დეკლარაციაში ჯგუფის ლიდერები თანხმდებიან განვითარების ახალი ბანკის შექმნაზე, რათა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს. ლიდერებმა ასევე იმსჯელეს თავიანთი ვალუტებით ვაჭრობაზე, დოლარის ან ევროს ნაცვლად. პოლიტიკურ ფრონტს რაც შეეხება - ჯგუფის ლიდერები ირანის ბირთვული კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტის წინააღმდეგ გამოვიდნენ და სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მოწოდება გამოთქვეს.
XS
SM
MD
LG