Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში თავდაცვის მინისტრი სკანდალის გამო გადადგა


შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოსტიდან გადადგა, კვირების განმავლობაში გავრცელებული მითქმა-მოთქმის შემდეგ იმის თაობაზე, რომ შვედეთი თითქოს ჩართული იყო საუდის არაბეთში იარაღის ქარხნის მშენებლობაში. პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდმა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრის, სტენ ტოლგფორსის გადადგომის განცხადებას. ტოლგფორსი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც შვედეთის საზოგადოებივმა რადიომ, გაჟონილ კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ შვედეთის სამხედრო სააგენტოები საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იარაღის ქარხნის აშენების თაობაზე. შვედეთს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდება აკრძალული არ აქვს - მაგრამ სკანდალი მოლაპარაკებების გასაიდუმლოებულმა, ბუნდოვანმა ბუნებამ გამოიწვია. ტოლფგორსი გეგმას იცავდა - აცხადებდა, რომ ისინი ემთხვეოდა ორმხრივ შეთანხმებებს თანამშრომლობის თაობაზე. შვედეთის მემარცხენე ოპოზიცია გამოძიებსი ჩატარების მოწოდებით აცხადებს და ამბობს, რომ შვედეთი არ უნდა დაეხმაროს „დიქტატურას“, რომელიც მართავს ნავთობით მდიდარ საუდის არაბეთს.
XS
SM
MD
LG