Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ორი პოლკოვნიკი მოკლეს


სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქალაქ ალეპოში - რომელიც ბაშარ ალ-ასადის მომხრეთა ერთ-ერთ ბასტიონად ითვლება - „შეიარაღებულმა ტერორისტებმა“ ორი პოლკოვნიკი მოკლეს. როგორც იუწყებიან, მათი სახელები იყო აბდელ კარიმ ალ-რაი და ფუად შაბანი და ისინი სამსახურში მიმავალ გზაზე, ქალაქის ცენტრში დახოცეს. სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხება უკვე ერთი წელიწადია მიმდინარეობს და სულ უფრო მეტად გასამხედროებული ხდება - თუმცა ალეპოში აქამდე მნიშვნელოვანი შეტაკება არ მომხდარა მთავრობის ძალებსა და მეამბოხეებს შორის. მიმდინარე თვეში იქ ორი აფეთქება იყო, რომლებსაც 29 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG