Accessibility links

logo-print

ბაქო უარყოფს ისრაელის დაშვებას საჰაერო ბაზებზე


აზერბაიჯანის მთავრობამ უარყო აშშ-ში გამომავალ ჟურნალში დაბეჭდილი ცნობა, რომ ბაქომ ისრაელს აზერბაიჯანში განლაგებული საჰაერო ბაზები გამოუყო, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ პოტენციური საჰაერო დარტმის დროს გამოსაყენებლად. „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებული სტატია აშშ-ის მთავრობიდან ანონიმურად დატოვებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აზერბაიჯანი ირანთან საზღვრის სიახლოვეს ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებს დაუშვებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ალი ჰასანოვმა ეს ცნობები უარყო და განაცხადა, რომ გარეშე ძალები ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გართულებას ცდილობენ. ორი ქვეყნის ურთიერთობა გასულ თვეში დაიძაბა - როცა გავრცელდა ცნობა, რომ აზერბაიჯანმა ისრაელისგან 1,6 მილიადი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეისყიდა. ისრაელი, რომელიც ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას თავისი არსებობისთვის საფრთხედ აღიქვამს, აცხადებს, რომ არ გამორიცხავს ირანზე სამხედრო იერიშს.
XS
SM
MD
LG