Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დასრულდა არაბთა ლიგის სამიტი


ბაღდადში დასრულდა არაბთა ლიგის სამიტი მოწოდებით, რომ სირიის მთავრობამ და ოპოზიციის აქტივისტებმა გამართონ დიალოგი კონფლიქტისათივს ბოლოს მოსაღებად. ამასთან, არაბ ლიდერებს არ მოუთხოვიათ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომა. მათი განცხადებით, „დაუყოვნებლივ და წარმატებით“ უნდა განხორციელდეს სამშვიდობო გეგმა, რომელიც წარმოადგინა სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელმა, კოფი ანანმა. გეგმა ითვალისწინებს დასახლებებიდან მძიმე შეიარაღებისა და ჯარისკაცების გაყვანას, მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჟურნალისტების მუშაობის ხელშეწყობას. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ უზრუნველყოფს გეგმის განხორციელებას, მაგრამ, მისივე თქმით, აუცილებელია ბოლო მოეღოს უცხოეთიდან სირიელი ოპოზიციონერების დახმარებას. ვაშინგტონმა უარყოფთად შეაფასა სირიის პრეზიდენტის ეს განცხადება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ კი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, ამ უკანასკნელის ირანში ვიზიტისას, უთხრა, რომ თეირანი დაიცავს სირიის პრეზიდენტის რეჟიმს, მისი „ანტისიონისტური“ წინააღმდეგობის გამო.
XS
SM
MD
LG