Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში გაათავისუფლეს წინა დღეს დაკავებული ოპოზიციონერები


ბელორუსიაში გაათავისუფლეს სამი ოპოზიციონერი, რომლებიც პოლიციამ წინა დღეს დააკავა, ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შესახვედრად გამგზავრების მცდელობისას. ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის ცნობით, გათავისუფლებული ოპოზიციონერებისათვის არ დაუბრუნდებიათ პასპორტები, რის გამოც ისინი ვერ შეძლებენ საზღვარგარეთ გამგზავრებას. ერთ-ერთი ოპოზიციონერის, ანატოლი ლებედკოს განცხადებით, ის და დანარჩენი ორი აქტივისტი ხუთშაბათს გამოუშვეს ქალაქ ორშის სასამართლოს მიერ მათთვის ხულიგნობის ბრალდების წაყენებისა და 45 დოლარის შესატყვისი თანხით დაჯარიმების შემდეგ. სამი აქტივისტი ოთხშაბათს ჩამოსვეს მატარებლიდან, რომლითაც ისინი მოსკოვში მიემგზავრებოდნენ, იქიდან ბრიუსელში გასაფრენად. ბელორუსიის ხელისუფლება ოპოზიციონერებს არ აძლევს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG