Accessibility links

logo-print

ირანის მთავრობამ აკრედიტაცია გაუუქმა ”როიტერის” თანამშრომლებს


ირანის მთავრობამ აკრედიტაცია გაუუქმა ”როიტერის” თანამშრომლებს თეირანში მას შემდეგ, რაც სააგენტომ გაავრცელა ვიდეო-სიუჟეტი ქალების მომზადებაზე საბრძოლო ხელოვნებაში და საბრძოლო ხელოვნების კლუბმა ჩათვალა, რომ მასში უზუსტობა იყო. სიუჟეტის თავდაპირველი სათაური იყო ”ათასობით ქალი ნინძა იწვრთნება, როგორც ირანელი მკვლელი”. მოგვიანებით სათაური შეიცვალა შემდეგნაირად - ”ირანში სამი ათასი ქალი ნინძა იწვრთნება”. ”როიტერის” ცნობით, ირანის კულტურისა და ისლამური მართვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ საინფორმაციო სააგენტოს თეირანის ბიუროს ხელმძღვანელს, მოგვიანებით კი ”როიტერის” 11 თანამშრომელს შეატყობინეს, რომ მათ ჟურნალისტის ბარათები უნდა ჩაებარებინათ. ”როიტერის” მთავარი რედაქტორი ირანის მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, რომ სააგენტოს თანამშრომლებს აღუდგენენ აკრედიტაციას.
XS
SM
MD
LG