Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანსა და თურქეთს სირიაზე ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები აქვთ


ირანისა და თურქეთის ლიდერებმა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები გამოთქვეს სირიის საკითხზე. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახლახან დაასრულა ვიზიტი თეირანში. ირანის მედიის თანახმად, ერდოანს განუცხადებია, რომ სირიის მთავრობის ნდობა არ შეიძლება და კრიზისის დაძლევის გზად არჩევნები და დემოკრატია ესახება. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეის ერდოანისთვის განუცხადებია, რომ ირანი დაიცავს სირიის რეჟიმს და მკაცრად ეწინააღმდეგება სირიის საქმეებში გარე ძალების ჩარევას. არსებული ინფორმაციით, თურქეთმა თავშესაფრით უზრუნველყო 17 ათასი სირიელი, რომელმაც ძალადობის გამო დატოვა ქვეყანა. ცნობილია აგრეთვე, რომ თურქეთი საშუალებას აძლევს სირიის ოპოზიციურ ჯგუფებს რეგულარულად შეიკრიბონ სტამბოლში.
XS
SM
MD
LG