Accessibility links

logo-print

ავღანელმა პოლიციელმა ცხრა თანამშრომელი მოკლა


ავღანეთის პოლიციის ცნობით, ცხრა პოლიციელი ძილში მოკლეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში და მკვლელი, სავარაუდოდ, მათივე კოლეგა იყო. ოფიციალური პირების ცნობით, პარასკევს მომოხდარი ინციდენტისას, თავდამსხმელმა, როგორც ჩანს, თავისივე იარაღი გამოიყენა კოლეგების წინააღმდეგ, როცა მათ საკონტროლო-გამშვები პუნქტის შენობაში ეძინათ. ერთ-ერთი მოკლული სავარაუდო თავდამსხმელის ძმა იყო. შეიარაღებული პირი პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაიქცა და მოკლულების იარაღი წაიღო. მასზე ძებნა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG