Accessibility links

logo-print

ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის შემოსავლების შესახებ ისაუბრა


საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომას ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ წარუდგინა დოკუმენტები, რომლებიც დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა კორუფციულ საქმიანობას ადასტურებს. ბაღათურიამ საჯარო რეესტრიდან და სხვა წყაროებიდან მოპოვებული მასალების საფუძველზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შემოსავლებისა და უძრავი ქონების შესახებ და პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას საქმიანობაზე, რომელსაც მონოპოლისტური უწოდა. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ გიული ალასანია არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულების წილის მფლობელია. დეპუტატმა სამარათალდამცავებს მოუწოდა, დაინტერესდნენ პრეზიდენტის დედის საქმიანი კონტაქტებითაც თურქეთის მოქალაქე ფეთჰულაჰ გულენისთან და ამ პირის მოღვაწეობით საქართველოს განათლების სფეროში. ჯონდი ბაღათურიას ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდეს და მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავრობის მაღალჩინოსანთა კორუფციული საქმიანობის გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირებისთვის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.
XS
SM
MD
LG