Accessibility links

logo-print

აშშ რუსეთს მოუწოდებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე უთანხმოების მოგვარებისაკენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ როუზ გოტემიოლერის განცხადებით, მოსკოვმა და ვაშინგტონმა ერთად უნდა იმუშაონ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე უთანხმოების მოსაგვარებლად. გოტემიოლერმა დღეს მოსკოვში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გეგმა, რამდენიმე ქვეყანაში განათავსოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტები, არ ემუქრება რუსეთის სტრატეგიულ ბირთვულ სამხედრო არსენალს. გოტემიოლერის თქმით, რუსმა და ამერიკელმა ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დეტალებზე, რათა გაფანტონ მოსკოვის ეჭვები. მოსკოვი არ იჯერებს შეერთებული შტატების განცხადებას, რომ სისტემა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და ემსახურება ირანიდან მომდინარე პოტენციური საფრთხისაგან თავდაცვას.
XS
SM
MD
LG