Accessibility links

logo-print

სარკოზი: დაკავებულია ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 19 პირი. რეიდები გაგრძელდება


საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, პოლიციამ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული რეიდებისას დააკავა ისლამურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი, სულ ცოტა, 19 ადამიანი. სარკოზიმ საფრანგეთის რადიოში განაცხადა, რომ რეიდების დროს პარასკევს ამოიღეს იარაღი AK-47 ტიპის საბრძოლო იარაღის ჩათვლით. პრეზიდენტი ამბობს, რომ დაგეგმილია ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ქსელების წინააღმდეგ რეიდების გაგრძელება. „ჩვენი მოვალეობაა ფრანგი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ არჩევანი არა გვაქვს. ეს აუცილებელია. სახელმწიფოს მეთაურის უპირველესი მოვალეობაა ფრანგი ხალხის დაცვა“, განაცხადა სარკოზიმ. როგორც იუწყებიან, ქალაქებს შორის, სადაც პარასკევს რეიდები მოეწყო, იყო სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ტულუზაც - რეგიონი, სადაც მიმდინარე თვეში სამი თავდასხმა მოაწყო და შვიდი ადამიანი მოკლა ისლამისტმა ექსტრემისტმა მუჰამედ მერამ. მერა 22 მარტს მოკლეს პოლიციასთან ურთიერთსროლის დროს.
XS
SM
MD
LG