Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 100 000-მდე ადამიანი გაექცა ბრძოლებს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 20 იანვრის შემდეგ 100 000-ზე მეტი ადამიანია გაქცეული ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანიდან, ამ რეგიონში მთავრობის ჯარებსა და ექსტრემისტებს შორის ბრძოლების გამო. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის პრესმდივნის, მელისა ფლემინგის განცხადებით, 101 160 ადამიანი, უმეტესწილად ქალები და ბავშვები იქცნენ ადგილნაცვალ პირებად 20 იანვრის შემდეგ, როცა მთავრობის ჯარებმა დაიწყეს ოპერაციები ხიბერის რეგიონში. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ხიბერში ბრძოლების ბოლო დროს გააქტიურების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებულია, სახლ-კარი მიატოვოს და თავს აფარებს ახლოს მდებარე ჯალოზაის ბანაკს, რომელიც ხიბერ-ფახტუნხვის პროვინციის დედექალაქთან, ფეშავართან მდებარეობს. ექსპერტების მონაცემებით, პაკისტანში ბოლო წლების სტიქიურმა უბედურებებმა და ბრძოლებმა 10 მილიონამდე ადამიანი აქცია იძულებით გადაადგილებულ პირებად.
XS
SM
MD
LG