Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩავიდა ყირგიზეთში ძებნილი პირი, რომელსაც უარი უთხრეს უკრაინაში მიღებაზე


საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თბილისში ჩავიდა ყირგიზეთში ძებნილი პირი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელი ოქსანა მალიოვანნაია, რომელსაც უფლება ეძლევა, თბილისში დარჩეს, სანამ ოფიციალურად გაირკვევა მისი სამართლებრივი სტატუსი. მალიოვანნაია და მისი ოჯახის წევრები თბილისში ჩავიდნენ კიევიდან მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ მალიოვანნაიას უარი უთხრა ქვეყანაში შეშვებაზე. მალიოვანნაიას წაყენებული აქვს კორუფციისა და შეიარაღებული დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრალდებები. ის ყირგიზეთში დააკავეს 2010 წლის აპრილში, პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დამხობის შემდეგ. მოგვიანებით მალიოვანნაია შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, საიდანაც 2010 წლის ნოემბერში შეძლო მეზობელ ყაზახეთში გაქცევა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა კიევი გააკრიტიკა მის ლტოლვილად მიღებაზე უარის გამო.
XS
SM
MD
LG