Accessibility links

logo-print

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამთავრობო ჯარებმა დაამარცხეს ანტისამთავრობო ამბოხება


სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შაბათს სამთავრობო ჯარებმა დაამარცხეს ანტისამთავრობო ამბოხება. სამინისტროს წარმომადგენელმა ჯიჰად მაკდისიმ განაცხადა, რომ სამთავრობო ჯარები გაყვანილ იქნება ქალაქებიდან მხოლოდ მას მერე, რაც მოხერხდება სტაბილურობის მიღწევა. მისი თქმით, ქალაქ ჰომსში ჯარები უკვე გადავიდნენ „თვითდაცვის“ რეჟიმში და ისინი სამოქალაქო მოსახლეობას იცავენ. მაკდისის კომენტარამდე ცოტა ხნით ადრე გაეროსა და არაბული ლიგის წარმომადგენელი კოფი ანანი გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი სირიაში, სადაც, გაეროს მონაცემებით, 9000 ადამიანი ემსხვეპლა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ამბოხებას.
XS
SM
MD
LG