Accessibility links

logo-print

ფხენიანმა ვაშინგტონს გადაჭარბებულ რეაქციაში დასდო ბრალი


ჩრდილოეთმა კორეამ შეერთებულ შტატებს გადაჭარბებულ რეაქციაში დასდო ბრალი აპრილის შუა რიცხვებისთვის დანიშნული გამოცდის თაობაზე. ფხენიანი თანამგზავრიდან აპირებს ბალისტიკური რაკეტის გაშვებას. რამდენიმე დღის წინათ ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ წყვეტს ჩრდილოეთ კორეისთვის 240 ათასი ტონა სურსათის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას. თავისი გადაწყვეტილება აშშ-მა გაამართლა იმით, რომ ფხენიანმა დაარღვია შეთანხმების ერთ-ერთი პირობა, რომელიც კრძალავს რაკეტის გამოცდას. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სურსათის მიწოდების შეწყვეტა შეთანხმების გაუქმებას ნიშნავს. მანამდე ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ თანამგზავრის გაშვება 12-დან 16 აპრილამდე პერიოდშია დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG