Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიაში ყველაზე დიდ ჯეკპოტს - 640 მილიონ დოლარს - სამი გამარჯვებული ჰყავს


შეერთებულ შტატებში ეძებენ მსოფლიოს ისტორიაში ლატარიის ყველაზე დიდი ჯეკპოტის გამარჯვებულებს. ჯეკპოტში 640 მილიონი დოლარი იყო დაგროვილი. გამარჯვებულებად სამი ბილეთი გამოცხადდა. ამერიკელებმა მილიარდნახევარი დოლარი დახარჯეს ჯეკპოტისთვის ბრძოლაში, რომელმაც სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია, ვინაიდან იანვრის ბოლოდან მოკიდებული ვერავინ შეძლო იღბლიანი ნომრების გამოცნობა. ლატარეის მესვეურები აცხადებენ, რომ ექვსი ბურთის სწორი კომბინაციის გამოცნობის ალბათობა 176 მილიონიდან ერთს უდრის.
XS
SM
MD
LG