Accessibility links

კოსოვომ სერბიას ბრალი დასდო კოსოვოდან ორი ალბანელი პოლიციელის გატაცებაში


შაბათს კოსოვომ სერბიას ბრალი დასდო ორი კოსოვოელი ალბანელი პოლიციელის გატაცებაში, რომლებიც საზღვარს აკონტროლებდნენ. ბელგრადი აცხადებს, რომ პისტოლეტებითა და ავტომატებით შეიარაღებული ორი მამაკაცი დააკავეს სერბების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მერდარეს რეგიონში. მაგრამ კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაირამ რეჯეპის თქმით, ორი პოლიციელი კოსოვოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან „გაიტაცეს“. სერბიასა და კოსოვოს შორის ურთიერთობებში წინსვლის ნიშნების შემდეგ კვლავ იმატა დაძაბულობამ იმასთან დაკავშირებით, რომ სერბია კოსოვოს ძირითადად სერბებით დასახლებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას აპირებს.
XS
SM
MD
LG