Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში, ნაწილობრივ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი უსწრებს თავის მეტოქეებს


ბირმაში კვირას გამართული ნაწილობრივი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების თანახმად, ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი უსწრებს თავის მეტოქეებს. ის 65 პროცენტს აგროვებს თავისი საარეჩევნო ოლქის უმეტეს უბნებში. ეს მონაცემები ჯერჯერობით არ არის ოფიციალური. დამატებით საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა მიმდინარეობს 45 მანდატისთვის, რომლებიც განთავისუფლდა ზოგიერთი დეპუტატის მთავრობაში სამუშაოდ გადასვლის შემდეგ. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში არჩევნებში პირველად იქნა დაშვებული მთავარი ოპოზიციური ძალა - ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის, რომელსაც აუნ სან სუ ჩი უდგას სათავეში. ასევე პირველად დართეს ნება უცხოელ მეთვალყურეებს, დაესწრონ არჩევნებს. ბირმის ხელისუფლებამ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმები გაატარა. მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, სამხედრო ხელისუფლება სამოქალაქოთი შეიცვალა, განთავისუფლდა ასობით პოლიტპატიმარი. დღევანდელ არჩევნებს დემოკრატიზაციის პროცესის ნაწილად მიიჩნევენ. ევროკავშირის თანახმად, უახლოეს მომავალში შეიძლება გაუქმდეს ბირმის წინააღმდეგ შემოღებული ზოგიერთი სანქცია.
XS
SM
MD
LG