Accessibility links

logo-print

მოსკოვის პოლიციამ წითელი მოედნის მახლობლად დემონსტრანტები დააპატიმრა


მოსკოვის პოლიციამ წითელი მოედნის მახლობლად 55 ანტისამთავრობო დემონსტრანტი დააპატიმრა. ოპოზიციის აქტივისტები მომხრეებს მოუწოდებდნენ, კვირას ქალაქში გამოსულიყვნენ თეთრი ბაფთებით, რაც პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. მას მერე, რაც პოლიციამ უჩვეულო ზომას მიმართა და ჩაკეტა წითელი მოედანი, დემონსტრანტები მოედნის გარეთ შეიკრიბნენ. ისინი გაიძახდნენ ლოზუნგებს: „ეს ჩვენი ქალაქია“ და „რუსეთი პუტინის გარეშე.“ ვლადიმირ პუტინი მაისში მესამედ დაიკავებს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს.
XS
SM
MD
LG