Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გილანის თქმით, პაკისტანსა და ჩინეთს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პოტენციალი აქვთ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ კვირას განაცხადა, რომ პაკისტანს და ჩინეთს ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორმხრივი ვაჭრობის განვითარების პოტენციალი აქვთ. გილანი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ლი კესიანს შეხვდა. გილანის თქმით, პაკისტანსა და ჩინეთს შორის მეგობრობა დამყარებულია ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე და პაკისტანის საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG