Accessibility links

რუსეთში ავიაკატასტროფაში 31 ადამიანი დაიღუპა


რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით 31 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ტიუმენთან მომხდარ ავიაკატასტროფაში. 12 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. სულ თვითმფრინავის ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ტიუმენიდან სურგუტში მიფრინავდა. ის აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
XS
SM
MD
LG